დეხვირის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
14-11-2017
დეხვირის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 177-ე და გარდაცვალების 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო რეწვის ნიმუშები, დედა ენის თემატიკაზე შექმნილი ილუსტრირებული დიდი წიგნები. 

მოსწავლეებმა ისცენირების სახით, გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობების პერსონაჟები და მისი შემოქმედებიდან წაიკითხეს საბავშვო ლექსები.

სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ რომ მსგავსი ღონისძიებები სკოლაში ინტესიურად ტარდება: 

„ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვები ხალისით ჩაერთვნენ კვირეულში. გვინდა აღვნიშნოთ, რომ დეხვირის საჯარო სკოლაში მსაგვსი ღონისძიებები ძალიან ხშირად ტარდება.“

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203