42 საბავშვო ბაღი დახურულია - სააღმზრდელო დაწესებულებებში კორონავირუსი ​გავრცელდა
16-03-2021

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 42 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია. როგორც ირკვევა, აქამდე 46 საბავშვო ბაღი იყო საკარანტინე რეჟიმში, თუმც 4 უკვე გაიხსნა.

ბაღებმა მუშაობა 1 მარტიდან განაახლეს და სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეგულაციებს, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმოსკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203