სკოლები და საბავშვო ბაღები აპრილამდე დაიხურა - კორონავირუსის ბრიტანული შტამი ოსლოში გავრცელდა
25-03-2021

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ოსლოში საშუალო სკოლები აპრილამდე დაიხურა - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, იმ რაიონებში, სადაც გავრცელება მნიშვნელოვნად მაღალია, დაწყებითი სკოლები ონლაინ-რეჟიმზე გადავლენ და საბავშვო ბაღები დაიხურება. ამასთან, ოჯახებს ორზე მეტი სტუმრის ერთდროულად მიღება ეკრძალებათ.

დედაქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ აღნიშული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიიღო. „ეჭვგარეშეა, რომ მესამე ტალღაა“, - განაცხადა ოსლოს მმართველმა მერმა რაიმონდ იოჰანსენმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203