პარლამენტში საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, ღვაწლმოსილი მეცნიერების ხელფასი არ უნდა იყოს ასეთი დაბალი.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების 90% იმიტომ ირჩევს იურისტობას და ბიზნესმენობას, რომ მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებები დეგრადირებულია.
„არასდროს დავიღლები იმ პრობლემებზე საუბრით, რომელიც ჩვენს მეცნიერებს, პროფესორებსა და პედაგოგებს გააჩნიათ. თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო, ისეთ საკითხს, რომლის გადაწყვეტის გარეშეც შეუძლებელი იქნება ამ სისტემის ნორმალური ფუნქციონირება მომავალში.
ახალგაზრდების 80-90 პროცენტი დღეს იურისტი და ბიზნესის წარმომადგენელია. ეს გამოწვეულია არა იმით, რომ ახალგაზრდებს ინტერესი გაუქრათ მეცნიერების მიმართ, არამედ იმიტომ, რომ ფრიად დეგრადირდა მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებები.
როგორ შეიძლება ღვაწლმოსილი მეცნიერის ხელფასი, 20%-ზე მეტად ჩამორჩებოდეს ჩვენს, პარლამენტარების ხელფასს. არადა, ამ დროს ის ხშირად 200%-ით ჩამორჩება.
მე არ დავიღლები იმ რეფორმებში მონაწილეობით, რომელიც აამაღლებს ამ მიმართულებას. დღეს ისინი წარმოადგენენ ქვეყნის ელიტას და პარადოქსია, მაგრამ დღეს ფიზიკოსი რომ გახდე, ფიზიკის ფაკულტეტზე ფიზიკის ჩაბარებაც არ არის საჭირო. იმედი მაქვს მხარს დაგვიჭერთ ნებისმიერი მიმართულებით მათ მხარდაჭერაში“, - აღნიშნა დავით ზილფანიანმა.