გალავნის საჯარო სკოლას ყოველი თვის ბოლოს მოძრავი ბიბლიოთეკა სტუმრობს
14-11-2017
გალავანის საჯარო სკოლას 2012 წლიდან ყოველი თვის ბოლოს მოძრავი ბიბლიოთეკა სტუმრობს. U.S. Embassy Bookmobile არის ბიბლოთეკა ბორბლებზე, რომელიც წინასწარ გაწერილი გრაფიკის შესაბამისად მოძრაობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

პროგრამის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, დევნილების საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, ტრადიციების, ღირებულებების შესახებ.

U.S. Embassy Bookmobile აღჭურვილია ინგლისურენოვანი წიგნებით: ამერიკის შეერთებული შტატების ლიტერატურის, მმართველობის სისტემის, ისტორიის, კულტურის შესახებ. U.S. Embassy Bookmobile-ში ხელმისაწვდომია ინტერნეტი, აუდიო და ვიდეო მასალა, მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. 

U.S. Embassy Bookmobile აღჭურვილია სადისკუსიო სივრცით, რაც საშუალებას იძლევა გაიმართოს საუბრები ისეთ თემებზე, როგორიცაა ამერიკული სპორტული თამაშები, ამერიკის კონსტიტუცია, გაცვლითი სასწავლო პროგრამები, ამერიკული დღესასწაულები და ასე შემდეგ.

პროგრამა მხარს უჭერს ინგლისური ენითა და ამერიკული კულტურით დაინტერესებულ პირებს. აქ ფართოდ არის წარმოდგენილი ამერიკული ინგლისური ენის სასწავლო სახელმძღვანელოები, რომლებსაც ხშირად მოიხმარენ მოსწავლეები, სტუდენტები, ინგლისური ენის პედაგოგები, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები და სხვა დაინტერესებული პირები.

პროგრამაში გალავნის საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლე აქტიურადაა ჩართული. მოსწავლეთა ჩართულობას ნანა ყაჭაშვილი და თომა სუხაშვილი ხელმძღვანელობენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203