ყვარლის N1 საჯარო სკოლის „ქიმიურ პიკნიკზე“ მოსწავლეებმა საინტერესო ცდები ჩაატარეს
15-11-2017

ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში „ქიმიური პიკნიკი" ჩაატარეს. 

აღნიშნული იდეა მოსწავლეებს ვაკის პარკში გამართულ სამეცნიერო პიკნიკზე გაუჩნდათ.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, IX, X, XI კლასების ქიმიით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად (ლ.მჭედლიშვილი, მ.პატარქლიშვილი) გადაწყვიტეს სკოლაში ჩაეტარებინათ საინტერესო ცდები: „სპილოს ხორთუმი", „ფერადი ტყლარწი", „ხელოვნური ვულკანი", „ცეცხლმოდებული ხელები", „რძეზე ხატვა", „ნახშირორჟანგის ბუშტები" და სხვა...

პიკნიკს ესწრებოდნენ: მოსწავლეები, მასწავლებლები, რესურსცენტრის წარმომადგენლები და სკოლის დირექცია.         

მოსწავლეების თქმით, პიკნიკი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203