ქსნის საჯარო სკოლაში ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა
15-11-2017
ქსნის საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილები“ აქტიურად მიმდინარეობს. გაკვეთილების ფარგლებში, მოსწავლეებმა ფილმ „ძნელად აღსაზრდელებს“ უყურეს.

ფილმის სიუჟეტი შემდეგნაირია
- მთავარი გმირი (მასწავლებელი) ლოუან ჯონსონი საზღვაო ქვეითია, ის იწყებს მუშაობას ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან კოლეჯში. თავდაპირველად მისთვის აქ მუშაობა რთულია, რადგან მას შეხება აქვს „განსხვავებულ“ მოსწავლეებთან, თუმცა მალე ის ხდება მათთვის საყვარელი მასწავლებელი, რომელიც ორიგინალურ ხერხებს იყენებს, რათა მისი გაკვეთილები სასიამოვნო გახადოს. 

სკოლის წარმომადგენლების თქმით, მოსწავლეებს ფილმი ძალიან მოეწონათ, ისინი გაეცნენ სხვა ქვეყნებში სწავლების მიდგომებს. ფილმის ბოლოს მოსწავლეებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203