სასწრაფოდ შეჩერდეს მასწავლებლის სქემა, რომელიც მასწავლებლებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს - პეტიცია
17-03-2021

პედაგოგთა ნაწილის ინიციატივით შეიქმნა პეტიცია, რომელიც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შეჩერებას ითხოვს.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ მასწავლებლის სქემა დისკრიმინაციულია, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პედაგოგებს და ხელს უშლის საჯარო სკოლების დეცენტრალიზაციის პროცესს.

„სასწრაფოდ შეჩერდეს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“, რომელიც არის დისკრიმინაციული ხასიათის, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მასწავლებლებს... 

სქემა პირდაპირ ხელს უშლის საჯარო სკოლების დეცენტრალიზაციის პროცესს და რაც მთავარია უხეშად ერევა კერძო სკოლების სამუშაო პროცესში, რადგან იმპერატიულად ავალებს სკოლის დირექტორს რამდენჯერ უნდა დაესწროს მასწავლებლებს სასწავლო წლის მანძილზე, რამდენჯერ უნდა შეაფასოს და ა.შ.  ასევე ავალებს მასწავლებლებს გაიარონ გარკვეული რაოდენობის საათების ტრენინგები (20-12-8). ჩვენ თვლით, რომ სკოლის დირექტორის გადასაწყვეტია, რამდენჯერ დაესწრება მასწავლებელს და რა ფორმებით მოახდენს მათი მუშაობის შეფასებას. ასევე მასწავლებლის უფლებაა თავად გადაწყვიტოს რამდენ საათიან ტრენინგს დაესწროს და რა თემაზე. ასევე არასამართლიანია სქემა უფროსი სტატუსის მასწავლებლების მიმართ, ვინაიდან აქამდე ვინც აიმაღლა სტატუსი და გახდა წამყვანი/მენტორი - ბევრად ადვილად მიაღწიეს შედეგს, ხოლო დანარჩენებს ძალიან გაურთულეს პროცესი. ასევე სისტემაში გვყავს 250 წამყვანი და მენტორი მასწავლებელი, რომლებმაც საგნის გამოცდა ჩააბარეს 1 და 4 კრედიტზე. ხოლო ახლა საგანში 50% -ზე მეტი უნდა ქონდეს გადალახული.

ჩვენი აზრით არ შეიძლება ქვეყანაში გვყავდეს წამყვანი და მენტორი მასწავლებელი - რომელიც საკუთარ საგანს ვერ აბარებს სრულად. კიდევ ბევრი ხარვეზი აქვს სქემას. ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ შეჩერდეს და დაიწყოს მუშაობა ახალ დოკუმენტზე, საჯარო ჩართულობით“, - აღნიშნულია პეტიციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203