ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში ჩატარებულ „თავისუფალ გაკვეთილს“ სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე დაესწრო
15-11-2017
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მორიგი „თავისუფალი გაკვეთილი“ თემაზე - „ნარჩენების მართვა" ჩატარდა. 

გაკვეთილს ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო შაინიძე ხელმძღვანელობდა. როგორც თავად აღნიშნავს, პირველ დღეს მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს, იმის შესახებ თუ რატომ წარმოადგენს ნარჩენების არასწორი მართვა გარემოს დაცვის საფრთხეს. მათ 
ასევე დოკუმენტური ფილმი იხილეს გარემოს დაცვის შესახებ:

„თავისუფალი გაკვეთილები“ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვის ხელშეწყობისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა ხომ უპირველესად თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების, მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გათვალისწინებას ნიშნავს.

„თავისუფალი გაკვეთილის“ არსი თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში არის ის, რომ განუვითაროს მოსწავლეებს აკადემიურთან ერთად სოციალური უნარები, დააკმაყოფილოს მათი ინტერესები, მისცეს მოსწავლეებს თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და, ამავდროულად, არჩევანის თავისუფლება,“ - აღნიშნა ნინო შაინიძემ.

„თავისუფალ გაკვეთილს“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე ესწრებოდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203