შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ ღია კარის დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის მართავს.
17 მარტს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ცენტრის ფეისბუქგვერდზე დასვან კითხვები სამაგისტრო გამოცდასთან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.
რეგისტრაციის პროცესზე და გამოცდის შინაარსობრივ საკითხებზე დასმულ კითხვებს ცენტრის სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე წერეთელი უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაციის პროცესი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ
ბმულზე.