საბავშვო ბაღებში კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით თბილისის მერი კომენტარს აკეთებს
17-03-2021

კორონავირუსის გამო 1 მარტიდან დღემდე 46 ბაღი დაიხურა, თუმცა როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 4 ბაღში უკვე განახლდა სააღმზრდელო პროცესი.

დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციების შესრულება.

„ბაღებში სწავლა 1 მარტს განახლდა, ბაღებმა მუშაობა დაიწყეს. ყველა მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მაქსიმალურად გათვალისწინებულია.

პირველი ტესტირების დროს, სანამ ბაღები გაიხსნებოდა 8 თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი და 8 ბაღი არ გაიხსნა. შემდგომ, ყოველდღიურად მაქსიმალურად ვაკვირდებით პროცესებს და ხდება ტესტების აღება. დადებითი პასუხი 46 ბაგა-ბაღში დაფიქსირდა, ასევე იყო შემთხვევები, როცა ბავშვებს დაუდასტურდათ კოვიდი, შესაბამისად ეს ბაღები დაიხურა, თუმცა 4 ბაღში განახლებულია სააღმზრდელო პროცესი და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა ხდება ტესტირება და ბაღების გახსნა ამ კონკრეტულ ბაღებში.

კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვეკიდებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ რეგულაციებს. ხდება მათი დაცვა და ტარდება ყველაფერი, რაც აუცილებელია ბაღების აღსაზრდელებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის დასაცავად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203