თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში მიიღეს მონაწილეობა
12-10-2016
თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებსა, თუ კონკურსებში. შესაბამისად, მათ სახელზე მრავალი სიგელი და დიპლომია. 





მათ ასევე აქტიურად მიიღეს მონაწილეობა მედია-პროექტ "ეტალონის" მიერ შემოთავაზებულ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ტესტირებაში.  



ტესტირების პირველი ეტაპი სკოლაში ჩატარდა, რომელშიც საკუთარი ცოდნა მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა გამოავლინეს. 



მოსწავლეთა მხრიდან ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო, პროცესმა ორგანიზებულად ჩაიარა.
მაღალი ქულების მქონე მოსწავლეები ნახევარფინალის მონაწილეები გახდნენ, რომელიც 13 ოქტომბერს გაიმართება. 



"აღნიშნული პროექტი მაქსიმალურად უწყობს ხელს მოსწავლეთა შესაძლებლობის გამოვლენას, მათ საშუალებას აძლევს სწორად მოახდინონ თვითშეფასება და დაინახონ განათლების მიღების აუცილებლობა."- აღნიშნავს სკოლის საქმეთა მმართველი თათია ყურიელი. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203