არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები „თავისუფალი გაკვეთილის“ ფარგლებში, ისტორიულ ქალაქ ჭერემს ესტუმრნენ
15-11-2017

არაშენდის საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილის“ ფარგლებში, ისტორიულ ქალაქ ჭერემში მოეწყო გასვლითი ღონისძიება, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ილია ბაწელაშვილი ხელმძღვანელობდა.

ღონისძიება მოზარდებში მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. როგორც სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, „სიკეთის პატარა დესპანებმა“ გაიაზრეს, რომ სიკეთე სამყაროს ახლებური გაგებაა.

„VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები მოეფერნენ წინაპართა ნაკვალევს: დაალაგეს ვახტანგ გორგასლის შვილის, დაჩის სასახლე, სანთლები დაანთეს დაობლებულ ეკლესიებში, გააცოცხლეს სურათები წარსული ცხოვრებიდან, აღადგინეს ძველი, უკვე დავიწყებას მიცემული ხალხური თამაშები, დააგემოვნეს ცივი, ანკარა წყაროები; შეაგროვეს გარემოს დაცვის კუთხით საინტერესო და საჭირბოროტო ფოტო-მასალა. ბავშვებმა გაიაზრეს, რომ სიკეთე არა მხოლოდ ადამიანებს სჭირდებათ, არამედ სიკეთე სამყაროს ახლებური გაგებაა.“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203