საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ივნისში დაიწყება - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს განცხადებით, დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დაწყების შესახებ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.
რეგისტრაცია წინა წლების მსგავსად რამდენიმე ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან:
ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი) სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;
ხოლო შემდგომ ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელი.
მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის უნდა იყოს ორი წლის.
იხილეთ ასევე: საბავშვო ბაღებში კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით თბილისის მერი კომენტარს აკეთებს