„მასწავლებელი მუდმივად ატარებს გაკვეთილს, სქემით დირექტორის ვალდებულებაა, დააკვირდეს“
13-05-2021

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფროსი მასწავლებლის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს (საჭიროებიდან გამომდინარე), წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში - არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი - არანაკლებ 1 გაკვეთილს“ - ეს გახლავთ ამონარიდი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემიდან.

ირკვევა, რომ პედაგოგებს ამ ვალდებულების შესასრულებლად დრო შეზღუდული აქვთ, ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ ეს არა პედაგოგის, არამედ დირექტორის ან ხარისხის მართვის ჯგუფის ვალდებულებაა და არა პედაგოგის.

ეს განმარტება ერთ-ერთ ვებინარზე მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელმა, ხათუნა ბარაბაძემ გააკეთა და აღნიშნა: „როგორ მოხდება საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება, ეს უნდა გადაწყვიტოს მასწავლებელმა.

მასწავლებელი მუდმივად ატარებს გაკვეთილებს და დირექტორი ან ხარისხის მართვის ჯგუფი ესწრება; მასწავლებლის ვალდებულება კი არ არის, დირექტორს განესაზღვრა ვალდებულება, დააკვირდეს გაკვეთილს განმავითარებელი უკუკავშირის მისაღებად და არა, განმსაზღვრელი შეფასების მისაცემად.

აღარ გვაქვს კრედიტები. ვერც ერთ შემთხვევაში კრედიტებით ვეღარ იმანიპულირებს დირექტორი და ვერც შეფასების ჯგუფი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203