სენაკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარებულ შიდაშეფასების გაკვეთილს რამდენიმე მიზანი ჰქონდა
16-11-2017
სენაკის N1 საჯარო სკოლაში შიდაშეფასების გაკვეთილი ისტორიაში ჩატარდა. 

გაკვეთილი, რომელის თემა „საქართველოს გაქრისტიანება, პოლიტიკა და სარწმუნოება“ იყო მე-9კლასში ჩატარდა. 

შიდაშეფასების გაკვეთილი პედაგოგმა ნესტან გოგოხიამ ჩაატარა. როგორც თავად აღნიშნავს, გაკვეთილის რამენიმე მიზანი ჰქონდა: 

„გაკვეთილზე მოსწავლე მიიღებს ინფორმაციას საქართველოს გაქრისტიანების შესახებ; მოსწავლე დაადგენს და გაანალიზებს მის გამომწვევ მიზეზებს; მოსწავლეს განუვითარდება არგუმენტირებული მსჯელობა და ნაცნობი და უცნობი მასალის ერთმანეთთან დაკავშირების უნარი; მოსწავლე ამ გაკვეთილით აანალიზებს საქართველოში საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას საქართველოს გაქრისტიანების პროცესზე.“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203