სკოლებს დამატებითი ვადა მიეცათ - მინისტრის ბრძანებით, 2 დღე გაქვთ პირველკლასელთა რიცხოვნობის განსაზღვრისთვის
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, სკოლებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეების რაოდენობის დასაზუსტებლად დამატებითი ვადა მიეცათ.ბრძანების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წელს სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად ამ საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრა
2021 წლის 22 მარტიდან 2021 წლის 23 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.
იხილეთ ასევე:
ვინ გაივლის პირველ კლასში რეგისტრაციას 15 მარტიდან და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?