ვინ ჩააბარებს სახელმწიფო ენის გამოცდას, რომელიც სავალდებულო გახდება და ვინ გასცემს სერტიფიკატს?
20-03-2021
„საშური საკითხია სახელმწიფო ენის გამოცდის შემოღება. სახელმწიფო ენის კანონი გვავალდებულებს კიდეც ასეთი გამოცდის არსებობას, რომელსაც უნდა ატარებდეს „ნაეკი“, ხოლო სერტიფიკატს გასცემდეს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი - ამის შესახებ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

„საშური საკითხია სახელმწიფო ენის გამოცდის შემოღება. სახელმწიფო ენის კანონი გვავალდებულებს კიდეც ასეთი გამოცდის არსებობას, რომელსაც უნდა ატარებდეს „ნაეკი“, ხოლო სერტიფიკატს გასცემდეს, როგორც სახელმწიფო ენის შესახებ კანონში წერია, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. ჩვენ დაწყებული გვაქვს განათლების სამინისტროსთან ერთად გამოცდის წესზე მუშაობა, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, თუმცა საკანონმდებლო შეუსაბამობა საჭიროებს ცვლილებებს, რათა ეს საკითხი მასშტაბური გახდეს. ჩვენი აზრით, სახელმწიფო ენის გამოცდა ეტაპობრივად უნდა ჩააბაროს ყველა საჯარო მოხელემ. საჯარო მოხელეთა ენობრივი კომპეტენციის შემოწმების კარგი ნიმუში გვიჩვენა შარშანწინ იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც წლებია აბარებინებს ამ გამოცდას. ვფიქრობთ, საჭიროა გამოცდის ვალდებულების შემოღება, ოღონდ ეტაპობრივად და შესაბამისი წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ. ასევე, სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება სამიზნე ჯგუფის გაზრდაც. შემუშავდება ისეთი საგამოცდო სისტემა როგორც არის ტოიფელი და გოეთეს ინსტიტუტი“, - განაცხადა ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203