„მაინც აგატირებთ, ნუ მიყურებ თვალებში, არ გაპატიებთ“ - მუხლებზე დაჩოქილ ბავშვებს კამერის წინ ბოდიშის მოხდა აიძულეს
20-03-2021

მუხლებზე დამდგარი არასრულწლოვნები საკუთარ თანაკლასელს  ბოდიშს უხდიან - ამის ამსახველი ვიდეო, რომელიც კახეთშია გადაღებული, სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

მსგავსი ფორმით პატიება ბავშვებს საკუთარი სურვილით არ უთხოვიათ, ბოდიშის ასე მოხდა მათ მშობლებმა აიძულეს. გადაღების შემდეგ კი ვიდეო ბავშვების კლასელებსაც აჩვენეს. 

გავრცელებულ ვიდეოში, არასრულწლოვანებთან ერთად, ერთ-ერთი დაზარალებული ბავშვის ბებია და კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარის მშობლები. კადრებში ისმის, რომ მუხლებზე დამდგარი არასრულწლოვნები იმ პირის მითითებებს ასრულებენ, ვინც ვიდეოს იღებს. მასალაში კარგად ჩანს, როგორ აიძულებენ სკოლის მოსწავლეებს ბილწსიტყვაობასა და საკუთარი თავების დამცირებას. 

„ბავშვმა უნდა ნახოს, როგორც თქვენ დაამცირეთ, ისე უნდა დაგამციროთ თქვენც. ხმამაღლა გაიმეორე რომ აქ ჩანდეს, თუ ვერ იტირებთ, თვალებს ამოგთხრით და მაინც აგატირებთ, თვალებში ნუ მიყურებთ, შენ მე ვერ მიცნობ ეტყობა“ - ამ სიტვებით აიძულებს უფროსი ბავშვებს მობოდიშებას. 

ვიდეო სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გავრცელდა, საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო ამოღებულია და გამკითხულია მასში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის არასრულწლოვნები. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მწვავე რეაქციის შემდეგ, ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალეს. 

წყარო: რუსთავი 2
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203