მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს
22-03-2021
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური კახეთში მომხდარ ბავშვებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციიდან ვიგებთ, მანდატურის სამსახურმა ფაქტის შეტყობისთანავე მყისიერად იმოქმედა და მომხდარი პოლიციას აცნობა. 

„საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობის/ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია სასკოლო სივრცეში, სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მანდატურის სამსახურის კომპეტენცია ვრცელდება. ამის მიუხედავად, როგორც კი მანდატურისთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვნების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობის/ბულინგის ფაქტს, მან მყისიერი რეაგირება მოახდინა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. ამასთან, განხორციელდა შემთხვევის რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრსა დასახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში.

ინციდენტში მონაწილე, ბრალდებული ქალბატონის მხრიდან დაუსაბუთებელი თავდასხმა მანდატურზე, სავარაუდოდ, იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ პოლიციაში შეტყობინება სწორედ მანდატურმა მოახდინა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. 

მანდატურის სამსახური სარგებლობს შემთხვევით და მოუწოდებს ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ძალადობის ნებისმიერი ფაქტის შესახებ ინფორმაციის ფლობისთანავე მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს“, - ნათქვამია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის განცხადებაში. 

იხილეთ: 
„მაინც აგატირებთ, ნუ მიყურებ თვალებში, არ გაპატიებთ“ - მუხლებზე დაჩოქილ ბავშვებს კამერის წინ ბოდიშის მოხდა აიძულეს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203