არაშენდაში ჩატარებული ღონისძიების მიზანი ტრადიციების გაცნობა, აღდგენა და განმტკიცება იყო
16-11-2017
“მე ვარ შემოდგომა, ჭრელი მოზაიკა ელვად მოხატული ფერთა გალერია…” მრავალი ფერით შემოვიდა ჩვენში შემოდგომა. ყურძნის მტევნებათ მოევლინა კახელ გლეხს სიხარული, ბედნიერებად ჩაიწურა ზორბა ქვევრებში და ღვინის ანკარა წვეთებად დაეპკურა ტურფა საქართველოს. 

ღვინოში თავად მზეა ჩაწურული და ულევ სიხარულად, სიცოცხლის სიმღერად, სიკეთისა და უკვდავების საგალობლად ევლინება ყველა ზიარებულს.   

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა.  ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც ჩაიტანეს ჩვენი სოფლის ბარაქა რაიონულ ცენტრში.

არაშენდის მზით ნასაზრდოები ხილით, ღვინით, ჩვენებური სიმღერითა და საამური მუსიკით ვუმასპინძლეთ ადგილობრივებსა და რაიონოს სტუმრებს.  იმ დღეს, არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ცივგომბორის კალათებიდან შემოდგომის ოქროდნაფერები სიყვარული მოაფინეს ალაზნის ველს.      

ღონისძიების მიზანი ეროვნული ტრადიციების გაცნობა, აღდგენა და განმტკიცება, მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოება იყო.“

ავტორი: არაშენდის სკოლის ხელოვნების მასწავლებელი თამარ იაგანაშვილი      
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203