ვის უნდა მიმართოთ თუ გამოცდაზე დამატებითი დრო ან სპეციალური გარემო გჭირდებათ? - ვადები და ინსტრუქცია აპლიკანტებს
24-03-2021

აბიტურიენტებს და მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებს, რომლებსაც სპეციალური საგამოცდო გარემო სჭირდებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის განცხადებით 15 აპრილის ჩათვლით უნდა მიმართონ.

გამოცდებზე რეგისტრაციისას აპლიკანტმა უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა N100) წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ან გაგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან.

ამ აბიტურიენტებს/მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებს ასევე შეუძლიათ გადაგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია (განაცხადი ცენტრის დირექტორის სახელზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ჯანმრთელობის ცნობის ასლი) შეფასებისა და გამოცდების ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gancxadebebi@naec.ge. ვადა 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით არის. 

ცნობისთვის, აპლიკანტებმა 31 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ გამოცდებში მონაწილეობას.

იხილეთ ასევე: ვიდეოინსტრუქცია მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის: როგორ უნდა დარეგისტრირდეთ გამოცდებზე?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203