რა ვალდებულებები აქვთ საჯარო სკოლის დირექტორებს
25-07-2021

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს.

სასწავლო პროცესში დირექტორის ანგარიშვალდებულებებს etaloni.ge გთავაზობთ:

სასწავლო პროცესის ანგარიშვალდებულება:

  1. სკოლის დირექტორი დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით ქმნის ანგარიშვალდებულების ეფექტიან, გამჭვირვალე, ობიექტურ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.
  2. სკოლის მართვის პროცესში ხელმძღვანელობს დემოკრატიული ღირებულებებით, ზნეობრივი პრინციპებით და ხელს უწყობს მათ დამკვიდრებას სასკოლო ცხოვრებაში.
  3. ზრუნავს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებების ეფექტური სისტემის დამკვიდრებაზე მთელ სასკოლო საზოგადოებაში. სკოლის მიღწევებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით დირექტორის კომპეტენცია განსაზღვრულია შემდეგი სახით:

ა) მონაწილეობითი დაგეგმვისა და გაზიარებული ლიდერობის პრინციპების ცოდნა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება სკოლის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში;
ბ) ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის ინსტრუმენტების ცოდნა და გამოყენება;
გ) ადამიანური რესურსების შეფასების, მართვისა და განვითარების პრინციპების და სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
დ) კვლევის საბაზისო ინსტრუმენტების ცოდნა და მათი მიზნობრივი გამოყენება მართვის პროცესებში;
ე) სკოლის მატერიალური რესურსების მოვლა-პატრონობისა და ეფექტიანად მართვის ინსტრუმენტების ცოდნა და გამოყენება;
ვ) დამატებითი რესურსებისა და ფონდების იდენტიფიცირებისა და მოზიდვის სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
ზ) ქსელური და პარტნიორული კავშირების დამყარების მექანიზმების ცოდნა და გამოყენება სკოლის განვითარებისთვის;
თ) ორმხრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპების გაზიარება/დაცვა და მათი სისტემური რეალიზება;
ი) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ცოდნა და გამოყენება;
კ) სკოლაში მონიტორინგის, შეფასებისა და უკუკავშირის ეფექტური მექანიზმების ცოდნა და დანერგვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203