გამოკითხულთა 22%-ის აზრით, პარლამენტმა განათლებაში არსებულ პრობლემებზე უნდა იმუშაოს
23-03-2021
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 22% მიიჩნევს, რომ პარლამენტმა პირველ რიგში, განათლების მიმართულებაზე უნდა იმუშაოს.
მოქალაქეებს სურთ, რომ პარლამენტმა, პირველ რიგში, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს.
NDI-ის კითხვაზე - რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს პარლამენტმა ყურადღება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში? - გამოკითხულთა 79%-მა ეკონომიკა დაასახელა, 34%-მა - ჯანდაცვა, ხოლო 22%-მა განათლება.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.