მორიგი საინტერესო გაკვეთილი სენაკის N1 საჯარო სკოლაში
17-11-2017
სენაკის N1 საჯარო სკოლაში გაკვეთილი - ეკოტურისტული პოტენციალის შეფასება ჩატარდა. 

გაკვეთილი მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ ჩაატარა. 

გთავაზობთ, ჩატარებული გაკვეთილის გეგმას: 

მოსწავლები გაკვეთილზე მცირე 3-4 კაციან ჯგუფად იყვნენ დაყოფილი, მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვდა დაფიქრებოდნენ და გონებრივი იერიშით  ჩამოეწერათ ფლიფჩარტზე, რომელია საქართველოში მათი აზრით პოპულარული ტურისტული აქტივობები. თითო ჯგუფს ეძლეოდა 2 აქტივობა.

10 წუთის განმავლობაში მოსწავლეებს ჯგუფში უნდა ემსჯელათ და განესაზღვრათ, რომელი ფაქტორები (ამინდი, რელიეფი, ნალექი..) არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებული კონკრეტული აქტივობით დაკავებისას. 

• მას შემდეგ, რაც ჯგუფში მოსწავლეები შესაბამის ფაქტორებს და მახასიათებლებს დაიტანენ  ბარათებზე, ჯგუფში ხდება ინფორმაციის შეკრება და  ბარათის განლაგება ფლიფჩარტზე.

• ჯგუფიდან მსურველი  მოსწავლე წარადგენს ჯგუფის ნამუშევარს. (პრეზენტაციის დროს ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს: რატომ არის მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინება?  და სხვა...)

• მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს პრეზენტაციას ეკოტურისტული პოტენციალის შეფასების შესახებ. 

• ხდება ჯგუფების მიერ შექმნილი ნამუშევრების შეფასება, რამდენად სწორედ განათავსეს მოსწავლეებმა ბარათები; ავლებენ პარალელს. 

• მასწავლებელი აჯამებს და მოსწავლეებთან ერთად განმარტავს დაფაზე დატანილი თითოეული აქტივობისთვის ზემოთ ჩამოთვლილი პირობების აუცილებლობას.

აღნიშნული აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეები დაინახავენ სამოგზაუროდ ან ტურისტული პროდუქტის გასავითარებლად განსაზღვრული ტერიტორიის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოძიებისა და მისი ანალიზის  საჭიროებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203