რუსთავის N7 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნულის მიზეზი მასწავლებლისთვის კორონავირუსული ინფექციის დადასტურება გახდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში 1100-მდე მოსწავლე სწავლობს და 60-მდე მასწავლებელია. სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე 2 კვირის განმავლობაში იქნება.
ცნობისთვის, კორონავირუსის დაფიქსირების გამო დისტანციურ სწავლებაზე რამდენიმე დღის წინ რუსთავის ოცდამეორე საჯარო სკოლაც გადავიდა.