მოქმედ სტუდენტებს ეროვნულ გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ? - კითხვას „ნაეკში“ პასუხობენ
27-03-2021

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 31 მარტის ჩათვლით გრძელდება. აქვთ თუ არა მოქმედ სტუდენტებს ეროვნულ გამოცდებზე გასვლის უფლება, სურვილის შემთხვევაში? - აღნიშნულ კითხვაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვპასუხობს.

უწყების განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია და გამოცდაზე გასვლის უფლება მოქმედ სტუდენტებსაც შეუძლიათ და მათ შეზღუდვა არ აქვთ.

როგორც იცით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული- საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  3. ვებგვერდზეepay.ge- საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203