სენაკის N1 სკოლის მოსწავლე, დარეჯან ავალიანი, მნიშვნელოვან ტრენინგში მონაწილეობდა
17-11-2017

სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დარეჯან ავალიანი ტრენინგში - „გენდერული თანასწორობა, ძალადობა და ქალის როლი კონფლიქტის მოგვარებში“ მონაწილეობდა. 

ტრენინგი, რომელიც ქუთაისში ჩატარდა, 4 დღე გრძელდებოდა და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ იყო ორგანიზებული. ტრენინგის თემები: კონფლიქტოლოგია, ინფორმირება, გენდერი, მასკულინურობა, ფემინურობა.

ტრენინგის მიზანი იყო ჩამოთვლილ საკითხებზე მაქსიმალური ინფორმაციის მიღება, ტრენერის უნარ-ჩვევების განვითარება და მიღებული გამოცდილებების თანატოლებთან გაზიარება. 

სკოლის დირექტორმა ნინო გოგელიძემ და ხელოვნების მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ, დარეჯან ავალიანს ტრენინგში მონაწილეობისთვის ხელსაყრელი გარემო შეუქმნეს.

როგორც სკოლის წარმოადგენლები აღნიშნავენ, ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა გაანალიზეს სქესი და გენდერის მნიშვნელობა, გამიჯნეს ისინი ერთმანეთისაგან, განიხილეს გენდერული თანასწორობა, გენდერული ძალადობა და ქალის როლი კონფლიქტის მოგვარებში, ჩაატარეს როლური თამაშები, ტვინის შტურმი და ჯგუფური სავარჯიშოები, საბოლოო ჯამში ტრენინგმა დასახულ მიზანსაც მიაღწია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203