დავით მენაფირის სკოლა „ლამპარსა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
17-11-2017
დავით მენაფირის სკოლა „ლამპარსა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზანია მოამზადოს მომავალი მასწავლებლები, რომლებსაც ექნებათ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები. ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს სკოლებში პრაქტიკული გამოცდილების საშუალება მიეცეთ.“

სკოლა „ლამპარის“ დირექცია იმედოვნებს, რომ ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში ახალი თაობის ინტეგრაციასა და პედაგოგიური სტანდარტების გაუმჯობესებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203