„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ - მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
24-03-2021

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობით, მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულყოფას აგრძელებს.

„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“-ს გაცნობა - ასე ჰქვია 2 საათიან საინფორმაციო შეხვედრას, რომელსაც მასწავლებლები დაესწრებიან და საკუთარ მოსაზრებებსაც გამოთქვამენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს. 

„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ ამოქმედებამდე, ცენტრმა დაგეგმა სქემის დანერგვის პროცესის შეფასება, რათა დროულად მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის შენარჩუნება და ხარვეზების გამოსწორება.

სქემის დანერგვის პროცესის შეფასება მოიცავს მასწავლებელთა ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით ონლაინ ფორმატში. დაგეგმილი შეხვედრაც მიზნად ისახავს, როგორც სიახლეების შესახებ ინფორმაციის განხილვას, ასევე პედაგოგებისაგან უკუკავშირს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 აპრილი, ონლაინშეხვედრაზე დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203