მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, საჩინოს N1 სკოლაში, ზეიმი გაიმართა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ხოლო მასწავლებლებს ლამაზი თაიგულები მიართვეს.

მილოცვას მე-12 კლასელებიც შეუერთდნენ. სკოლის მოსწავლის, ქრისტინე მესხიას მიერ გაფორმებული ბარათები დაურიგეს ყველა მასწავლებელს.

ბოლოს მასწავლებლებს ეს დღე სკოლის დირექტორმა, კახაბერ ფიფიამ, მიულოცა.
