ახალშენის N1 საჯარო სკოლაში უდიდეს საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს ულამაზესი ღონისძიება მიუძღვნეს
17-11-2017
ულამაზესი ღონისძიება მიუძღვნეს უდიდეს საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს ახალშენის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა.

პატარებმა დიდი ენტუზიაზმით წარმოაჩინეს მწერლის შემოქმედება და იმსჯელეს ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების პერსონაჟებზე. „პეპის“ ფორმაში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნომრებით დამსწრეების ოვაციები დაიმსახურეს. 

ღონისძიებაზე მწერლის წიგნების მიხედვით შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენებაც მოეწყო. სკოლის დირექციამ უღრმესი მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.

შეგახსენებთ, რომ ასტრიდ ლინდგრენი 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთის პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა. ის, როგორც „პეპი გრძელიწინდის“, „კარლსონისა და სხვა ცნობილი წიგნის ავტორი, დღემდე რჩება ბავშვების და არა მხოლოდ ბავშვების საყვარელ მწერლად.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203