სპასოვკის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - თამარ ვანაძესა და გელა ბერიძეს კომპიუტერები გადაეცათ
17-11-2017
სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს წარჩინებული სწავლისთვის კომპიუტერები გადაეცათ.

თამარ ვანაძესა და გელა ბერიძეს საბაზო საფეხურის დასრულებისას, ყველა საგანში ათი ქულა დამრგვალების გარეშე ჰქონდა მიღებული. ლეპტოპებით დაჯილდოების წინაპირობაც სწორედ ეს არის.

სპასოვკის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები თამარსა და გელას ულოცავენ და მომავალშიც წარმატებებს უსურვებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, წელს საქართველოს მასშტაბით, 2 557 წარჩინებული მოსწავლე მიიღებს კუთვნილ საჩუქარს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203