კაზრეთის პირველმა საჯარო სკოლამ შემოდგომის ერთი მზიანი დღე ნამდვილ დღესასწაულად აქცია
17-11-2017
კაზრეთის პირველმა საჯარო სკოლამ შემოდგომის ერთი მზიანი დღე ნამდვილ დღესასწაულად აქცია. 

ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნომრებით, ხელნაკეთი ნივთებითა და საზეიმო განწყობით წარსდგნენ სკოლის მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე.

სკოლის ექსტერიერი საშემოდგომო ატრიბუტებით იყო გაფორმებული. საკლასო ოთახებს შემოდგომის ლამაზი კუთხეები ამშევენდა წითელ-ყვითელი ფოთლებითა და კალათებში ჩაწყობილი ხილით.

ღონისძიების დასასრულს არაჩვეულებრივი პოეზიის საღამო მოეწყო. ბავშვებმა წაიკითხეს, როგორც კლასიკოსი და თანამედროვე პოეტების ლექსები, ასევე საკუთარი შემოქმედება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203