შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტებმა რეგისტრაცია 31 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოცდებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.
წელს ტარდება ერთიანი ეროვნული, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, მასწავლებელთა საგნისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი გამოცდები, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.
მნიშვნელოვანია აპლიკანტებმა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის გასვლამდე თანხა უნდა ჩარიცხონ შესაბამისი გამოცდის ჩასაბარებლად. აპლიკანტებს თანხის ჩარიცხვა სხვადასხვა ბანკიდან, სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან თუ ონლაინ ბანკიდან შეუძლიათ. იმის გამო, რომ არაერთი კითხვით მოგვმართავენ თანხის ჩარიცხვის პროცედურასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, მეტი თვალსაჩინოებისთვის გადახდის ეტაპები ფოტოებით შემოგთავაზოთ.
გადახდის კატეგორიაში შესვლისას აპლიკანტი უთითებს სხვა გადახდებს, რის შედეგად ირჩევს კატეგორიას განათლება:
განათლების კატერიგორიაში შესვლის შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოგოს დაინახავთ და დააკლიკავთ:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კატეგორიის არჩევის შემდგომ აპლიკანტმა 4 ველი უნდა შეავსოს: პირველ ველში უთითებს, პირადობის მოწმობაზე მითითებულ პირად ნომერს; მეორე ველში ირჩევს, რა გამოცდას აბარებს - მაგალითად, აბიტურიენტი - ერთიან ეროვნულ გამოცდებს აირჩევს, მასწავლებლის და სპეცმასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველები მასწავლებლის გამოცდას და ა.შ. მესამე ველში სახელი და გვარი უნდა ჩაიწეროს, მეოთხე ველში კი თანხას უთითებს, რომლის შემდგომაც გადახდის ღილაკს აჭერს ხელს.