შიდა ქართლში 4 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სასწავლო პროცესი შეწყდა გორის მე-11 საბავშვო ბაღშიც. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ტესტირების შედეგად გორის, აგარის, იგოეთისა და სამთავისის საჯარო სკოლების პედაგოგებს დაუდასტურდათ.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე დისტანციურ სწავლებაზე აგარის საჯარო სკოლა 5 აპრილის ჩათვლით გადავიდა, ხოლო იგოეთისა და სამთავრისის საჯარო სკოლები 6 აპრილის ჩათვლით.
კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის მე-2 საჯარო სკოლაშიც. მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
გეგმური ტესტირებისას, გორის მე-11 საბავშვო ბაღის მზარეულს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო დაწესებულება დღეიდან ფუნქციონირებას წყვეტს და საბავშვო ბაღის პერსონალი და აღსაზრდელები 12 დღით თვითიზოლაციაში გადავიდნენ.