ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭრა-კერვისა და ხეზე კვეთის სპეციალობებს დიდი მონდომებით ეუფლებიან
20-11-2017

ვალის N1 საჯარო სკოლასა და კოლეჯ „ოპიზარს“ შორის, სახელმწიფო საგრანტო პროექტის ფარგლებში, მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით შეუდგნენ ჭრა-კერვისა და ხეზე კვეთის სპეციალობებს:

„სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით შეუდგნენ ჭრა-კერვისა და ხეზე კვეთის სპეციალობებს. მათ ამაში „ოპიზარის“ გამოცდილი ოსტატები ეხმარებიან. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სერტიფიკატები, ხოლო შრომის გაკვეთილისათვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები კი სკოლას გადაეცემა.“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203