ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 180-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია მოაწყვეს
20-11-2017
ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 180-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - "ილია და ყვარელი" მოეწყო. 

ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო იშხანიძე იყო. 

სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურის  მოსწავლეები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და მისი ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი, ასევე სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და ილიას მცოდნე, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მთავარდიაკვანი, მამა ბენიამინი (ჩიხორლიშვილი).

ღონისძიებამ ილიას ჭავჭავაძის შესახებ დამატებითი ცნობა მიაწოდა მონაწილე მოსწავლეებსა და მაყურებელს. 

მოსწავლეებმა თეატრალურად წარმოადგინეს ნაწყვეტები „კაკო ყაჩაღიდან“, „ოთარაანთ ქვრივიდან"  და „კაცია-ადამიანიდან", ხოლო სკოლის პედაგოგებმა საღამო მუსიკალურად გააფორმეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203