ხულოს მუნიციპალიტეტის ტაბახმელას საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა დავით გურამიშვილს ლექსი მიუძღვნა
20-11-2017

ხულოს მუნიციპალიტეტის ტაბახმელას საჯარო სკოლაში დავით გურამიშვილის ცხოვრების და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო ჩატარდა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დავით გურამიშვილის ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდები, ლექსები „დავითიანიდან" და  გურამიშვილისადმი სხვა პოეტთა მიერ მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. 

სპორტის მასწავლებელმა გივი გობაძემ პოეტს თავისი დაწერილი ლექსი სახელწოდებით - „დავით გურამიშვილი" მიუძღვნა. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ემინე აბულაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203