ნამაშევის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ
20-11-2017
ნამაშევის სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისადმი მიძღვნილი ზეიმი „ილია უკვდავია“ გაიმართა. 

ღონისძიებისთვის პედაგოგები და მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებოდნენ. 

როგორც სკოლის მასწავლებლებმა აღნიშნეს, ბავშვები წინა საზეიმო მზადებას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და მაქსიმალურად შეეცადნენ მაყურებლამდე ის გზავნილი მიეტანათ, რომ ტრაგიკულად მოკლული ილია ჭავჭავაძე მრავალი წლის შემდეგაც ერისთვის უკვდავ განძს წარმოადგენს.  

ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ''მამაო ჩვენოთი'' გაიხსნა. პატარა მოსწავლეები სცენაზე სანთლებით ხელში გამოჩდნენ და როლები მონაცვლეობით შესანიშნავად მოირგეს. მოსწავლეებმა მაყურებლის თვალწინ ილიას უკვდავი ნაწარმოებები და პერსონაჟები გააცოცხლეს. 

როგორც პედაგოგებმა აღნიშნეს, ეს დღე დიდხანს დარჩებათ მეხსიერებაში ღონისძიების მონაწილე ბავშვებსა და მაყურებელს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული დღე - „დღე ილიას უკვდავებისა“.
    
ღონისძიების ორგანიზატორები ნამაშევის სჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები, ლედი ბოლქვაძე, ლონდა ჯამბურიძე და ნორა ონიანი იყვნენ. 
        
მზადების პროცესში სკოლის დირექტორი, მინდია გველებიანი  და სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203