32 საბავშვო ბაღში გახანგრძლივებული ჯგუფები დაიხურა - მიზეზად კორონავირუსის შემთხვევები დასახელდა
29-03-2021
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 32 საბავშვო ბაღის გახანგრძლივებული ჯგუფები დაიხურა. მიზეზად COVID-19-ის შემთხვევები სახელდება.
ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ჯგუფებში სწავლა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთანავე აღდგება.
სააღმზრდელო პროცესი შეაჩერა თელავის მე-3 საბავშვო ბაღმაც, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა. ინფიცირების გამოვლენის გამო, აღნიშნული ბაღი მუშაობას 12 აპრილს განაახლებს.