სამოქალაქო განათლების კლუბ ''ბურის'' წევრები ახალ პროექტში ჩაერთვნენ
20-11-2017
ნიკო ბაგრატიონის სახელობის მუხრანის N1 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბ ''ბურის'' წევრებმა,  პედაგოგ ნ.დოლიშვილის ხელმძღვანელობით ახალ პროექტში -  "U 18 - მეტი შეგვიძლია! " მიიღეს მონაწილეობა
 
Under  18 (U18) – პროგრამა მიმართულია აქტიური მოქალაქობრივი პოზიციის ფორმირებისაკენ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომელთაც ჯერ არა აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. პროგრამა მათ შესაძლებლობას აძლევთ მონაწილეობა მიიღონ რეალურ საარჩევნო პროცესში. 

პროგრამის მიზანია: დაეხმაროს ახალგაზრდებს გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები, კონკრეტული პოლიტიკური სიტუაცია და ყურადღებით შეაფასონ პოლიტიკოსთა დაპირებები, მისი მეშვეობით ახალგაზრდები სწავლობენ დაინახონ განსხვავებები პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებში. 
 
პროექტის ფარგლებში მუხრანის N1 საჯარო სკოლის კლუბ "ბურის" წევრებმა ჩაატარეს იმიტირებული არჩევნები, რომლის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში არჩევნებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება.   

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203