ძიმითის კულტურის სახლში სრული ანშლაგია
21-11-2017
„ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, მთისპირის სკოლას ესტუმრა

ამ წუთებში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ძიმითის კულტურის სახლში მიმდინარეობს. მასში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაიზერ ცელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ სირბილაშვილი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი'' 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს''.
















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203