დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში პოეზიის მოყვარულები გალაკტიონის ფრაზამ -„ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...“ შეკრიბა
21-11-2017
დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში პოეზიის მოყვარულები გალაკტიონის ფრაზამ - „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...“ შეკრიბა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს როგორც გალაკტიონის, ასევე თავიანთი ლექსები. მათ შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.  

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ მშვენიერ ღონისძიებას ესწრებოდნენ გალაკტიონის შემოქმედების თაყვანისმცემელი პედაგოგები:

„ამ მშვენიერ ღონისძიებას ესწრებოდნენ გალაკტიონის შემოქმედების თაყვანისმცემელი პედაგოგები, რომლებმაც წაიკითხეს პოეტის ლექსები. ასევე სტუმრად იყო სკოლის კურსდამთავრებული, პოეზიის მოტრფიალე ნინო კალანდაძე. მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები, თავად პოეტმაც გააცნო საკუთარი შემოქმედება და უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს. ღონისძიება სასიამოვნო მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.“  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203