უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, პირს გავლილი უნდა ჰქონდეს 60-კრედიტიანი მომზადების პროგრამა ან გააჩნდეს მაგისტრის ხარისხი - რით განსხვავდება ეს ორი კრიტერიუმი ერთმანეთისგან, ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებთ; უბრალოდ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, შეგიძლიათ თუ არა მაგისტრატურის პარალელურად, მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამაც გაიაროთ.
Etaloni.ge-მ გაარკვია, რომ ორივე პროგრამის გავლა ერთდროულად შესაძლებელია და რაც მთავრია, არსებობს შანსი, მაგისტრატურაზეც და 60-კრედიტიან პროგრამაზეც მოიპოვოთ სახელმწიფო დაფინანსება;
თუმცა, აქ არის ერთი „მაგრამ“ - კრედიტების მაქსიმალური ოდენობა, რომელიც სამაგისტრო და 60-კრედიტიანი პროგრამის ერთდროულად გავლისას, 120-ს შეადგენს, რაც წარმოუდგენელია. ამ ზღვარს თავად უმაღლესები გასნაზღვრავენ და შესაბამისად, თუ აპლიკანტს ორივეს გავლა სურს, მოუწევს, რომელიმე მათგანი გარკვეული ვადით შეაჩეროს - 1 სასწავლო წლის პერიოდში, ორივე პროგრამის გავლა შეუძლებელია.