ნიკო ბაგრატიონის სახელობის მუხრანის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დაასრულა
21-11-2017
ნიკო ბაგრატიონის სახელობის მუხრანის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ "ბურის" წევრებმა მეგობრობის ხიდი "ქართლოსის" და პოლონური სამოქალაქო განვითარების ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტი: "ახალგაზრდობის ხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში" წარმატებით დაასრულეს.

მეგობრობის ხიდი "ქართლოსის" მისიაა ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიზაციის ხელშეწყობა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის, მათი ცნობიერების ამაღლების, ინფორმირებისა და ადვოკატირების გზით.    

პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა სოფლის ტერიტორიაზე ჩაატარეს კვლევა. კერძოდ, გამოკითხეს სოფლის მოსახლეობა, ახალგაზრდები, რის შემდეგაც გამოკვეთილი პრობლემების გამოსწორების გზების დასახვასთან დაკავშირებით დებატები დაიგეგმა.  

როგორც სკოლის ინფომენეჯერი მთვარისა თალაკვაძე აღნიშნავს, მოსაწვევი გაეგზავნა ყველა პარტიის დეპუტატობის კანდიდატს:

„მოსაწვევი გაეგზავნა ყველა პარტიის დეპუტატობის კანდიდატს. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ზოგიერთი ვერ მოვიდა. დებატებში აქტიური მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა გელა ბაქრაძემ, რომელმაც მოსწავლეებს დახმარება და გვერდში დგომა აღუთქვა.“
კლუბს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნ. დოლიშვილი ხელმძღვანელობს. 
 
იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203