წარმოდგენა, რომელშიც ახალციხის N7, N5 და N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ თოჯინების თეატრის მსახიობებმა გახსნეს
21-11-2017

ახალციხის N7 საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტის ფარგლებში         ინტეგრირებული წარმოდგენა  შარლ პეროს ,,კონკიას“ მიხედვით გაიმართა. 

წარმოდგენაში ახალციხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ახალციხის N5 და N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. 

სპექტაკლში მონაწილეების ჩაცმულობაზე მესხეთის დრამატულმა თეატრმა იზრუნა. ვარცხნილობასა და მაკიაჟზე კი - ახალციხის პროფესიულმა კოლეჯმა ,,ოპიზარი“. ღონისძიება ახალციხის თოჯინების თეატრის მსახიობებმა გახსნეს.

როგორც ახალციხის N7 სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიება ემოციურად დატვირთული და ამავდროულად სახალისოც იყო:

„წარმოდგენა  შეაფასეს მოწვეულმა სტუმრებმა: ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ხათუნა ხმალაძემ, ახალციხის №1 და №5 საჯარო სკოლის დირექტორებმა, ინგა ვარდიძემ და ჟუჟუნა გოგოლაურმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდიდისციპლინარული გუნდის წარმომადგენლებმა, ნინო ნადირაძემ და ხათუნა ბალახაშვილმა. თავის მხრივ, სკოლის დირექტორმა, ლალი კარკაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, პედაგოგსა და მოწვეულ სტუმრებს სპექტაკლში მონაწილეობისათვის და ჩართულობისათვის. ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნული პროექტის დაფინანსებისათვის.“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203