საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი 15 მარტიდან განაახლეს, თუმცა კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ზოგი ბაღი პერიოდულად კარანტინში გადადის, ზოგი იხსნება და ამ რეჟიმში ფუნქციონირებს; თბილისში რამდენი საბავშვო ბაღია დაკეტილი კორონავირუსის გამო, ამ კითხვაზე ბაღების რეგულირების სააგენტოში, გვიპასუხეს, რომ უკვე აღარ ითვლიან, რადგან პერიოდულად, ნაწილი იკეტება, ნაწილი კი ანახლებს მუშაობას...
ამას გარდა, საინტერესოა, ბაღებში, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლაციაში გადადის, თუ გაიცემა საკვები აღასაზრდელებისთვის? - თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ბავშვებისთვის უფასოდ საკვების გადაცემის პროგრამა მას შემდეგ შეწყდა, რაც ბაღების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს და მიუხედავად იმისა, გარკვეული ბაღების აღსაზრდელები კარანტინში გადადიან და სახლში ყოფნა უწევთ, მათზე საკვების გაცემის პროგრამა მაინც აღარ ვრცელდება.