ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თეკლა კაჭკაჭაშვილმა ფოტოკონკურსში „დავიწყებული ისტორია“ მეორე ადგილი დაიკავა
22-11-2017
ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ფოტოკონკურსში „დავიწყებული ისტორია“, რომელშიც  ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცა.

ნამუშევრების შესასწავლად შექმნილმა სპეციალურმა ჟიურიმ, რომელიც ფსიქოლოგის, მხატვრისა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორისგან შედგებოდა, სამი საპრიზო ადგილი დააწესა. 

ფოტოკონკურსში მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე თეკლა კაჭკაჭაშვილმა ნამუშევრით „რომანოვების ძველი სახლი“.

სკოლის წარმომადგენლები თეკლას ულოცავენ ამ გამარჯვებას და მომავალშიც ბევრ წარმატებას უსურვებენ.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203