განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს
31-03-2021
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს.
დადგენილებას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე პაპუაშვილმა თეა წულუკიანი შეცვალა, თავად კი მისი მოადგილის პოსტს იკავებდა.
პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი დაახლოებით ორი კვირის წინ გაიყო.